saqarTvelos mdinareebi - mejuda

ტერიტორიული ერთეულები ახალგორის და გორის მუნიციპალიტეტები
სათავე ხარულის ქედი
სიგრძე 46 კმ
აუზის ფართობი 651 კმ²

 

მდინარე ახალგორისა და გორის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ხარულის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1940 მ. სიგრძე 46 კმ. აუზის ფართობი 651 კმ². ერთვის ლიახვს მარცხნიდან ქ. გორთან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, დანარჩენ დროს - არამდგრალი წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი 6,5 მ3/წმ. ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად, რწყავს 1400 ჰა მიწას.